ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3782 - ფასთა გამოკითხვა ოპერაციული სისტემის BMS-ის ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრაზე (ტექნიკური და პროგრამული მომსახურება)

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკის ოპერაციული სისტემა BMS-ის ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრას (ტექნიკურ და პროგრამულ მომსახურებას);

მომსახურება უნდა მოიცავდეს შესრულებული სამუშაოების მინიმუმ ერთ წლიან
საგარანტიო პერიოდს.

ტექნიკური და პროგრამული მომსახურება მოიცავს სისტემის მუშაობის სრულყოფას, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის ოპერატიულობისა და მომსახურების ხარისხის
შენარჩუნებას. მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სისტემის მუშაობის შესახებ რჩევების მიწოდებას, მუშაობის დიაგნოსტიკას, სისტემის ტექნიკური აღჭურვილობის შეკეთებას (როდესაც შესაძლებელია) და რეგულირებას, წყობიდან გამოსული ნაწილების შეცვლას (როდესაც შეკეთება შეუძლებელია). ასევე ნაკლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის რეინსტალაცია ან გამართვა.

ტექნიკური და პროგრამული მომსახურება შესაძლებელია დაიყოს ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე სეზონამდე (სეზონი იწყება 15 ივნისს) სამუშაოები, რომელიც აუცილებელია აკვა პარკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის და მეორე ეტაპი სრულყოფილი რეაბილიტაცია გათვლილი გრძელვადიან ექსპლუატაციაზე.
 
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ოპერაციული სისტემა BMS-ის:

  • საპროექტო დოკუმენტაციის აღდგენა-განახლება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდების და ალგორითმების აღდგენა;
  • ავტომატიზაციის კარადების აღდგენა;
  • სახანძრო სიგნალიზაციისა და ვიდეო სათვალთვალო სისტემების აღდგენა-მოწესრიგება;
  • სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, აღდგენითი სამუშაოების პროცესში გამოვლენილი (გაუთვალისწინებელი) სხვა ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • შესასვლელი ტურნიკეტების და კონტროლის სისტემის აღდგენა.

ფოტო-მასალა, BMS სისტემის შესახებ და ზოგადი ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში;

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
კომპანია იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ (ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე, ვადებზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე. კომპანია იტოვებს უფლებას, ფასთა გამოკითხვის შედეგად დამატებით მოითხოვოს პრეტენდენტის ფინანსური, სამართლებრივი მდგომარეობისა, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
 
ფასთა გამოკითხვასთან დაკავშირებული წინადადების ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 25 აპრილს 18:00 სთ-მდე

  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
  • კომპანია უფლებამოსილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვდეს პრეტენდენტებს და უშუალოდ მოისმინოს შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.
  • კომპანია იტოვებს უფლებას, ფასთა გამოკითხვის შედეგად დამატებით მოითხოვოს პრეტენდენტის ფინანსური, სამართლებრივი მდგომარეობისა, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ფასთა გამოკითხვა ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის ინტერესებს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19) 

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები