ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3787 - ტენდერი კომპიუტერებისა და ფოტოაპარატურის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ დაარსა 2001 წელს და ამავე წლიდან სხვადასხვა ფონდისა და დონორი პარტნიორების დახმარებით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ (საარჩევნო მიმართულებით) განათლებას, ქალების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ახალგაზრდების გაძლიერებას და ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით.

ორგანიზაციის ძირითად მიზნებია:

  • აზერბაიჯანელ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ;
  • ქალებისა და ბავშებისათვის კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების წარმართვა;
  • აზერბაიჯანელ ქალთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების დონეებზე;
  • გენდერული ძალადობის აღმოფხვრა;
  • ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობა;
  • ”მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელების ხელშეწყობა.

ტენდერის დასახალება: კომპიუტერების და ფოტოაპარატურის შეძენა.

  • პროექტი: „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ (Youth Empowerment through Living Values)
  • ფინანსური მხარდამჭერია: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა.
  • პროექტის პარტნიორები: საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო), და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)
  • პროექტის მიზანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, რაც უნდა მიიღწეს ორივე ქვეყნის სამიზნე რეგიონებში განთავსებულ სკოლებში ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცენტრების დაარსების საშუალებით, რომლებიც შეასრულებენ ადგილობრივი სოციალური და საზოგადოებრივი გამტარის ფუნქციას.

პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელი - 2018 წლის 7 მარტიდან და 2019 წლის 7 მარტამდე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადა და პროტოკოლი: დოკუმენტაცია წარმოდგენული უნდა იყოს თქვენთვის სასურველ ენაზე (ქართულად ან ინგლისურად) ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. შემოთავაზებები მიიღება არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილისა თბილისის დროით 17:00 საათამდე, ფოსტით ან შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით: azeriwomen@yahoo.com 

„საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ ოფისი: 3000 მარნეული, გოირგაძის ქ. 3ა, პირველი სართული;

ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ მოთხოვნებთან დაკავშირებული შეკითხვებით გთხოვთ, მოგვმართოთ არაუგვიანეს 26 აპრილისა ელ.ფოსტით: azeriwomen@yahoo.com  შეკითხვები უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სატელეფონო ზარები არ მიიღება.

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მიერ ოფიციალურად ჩაითვლება მხოლოდ წერილობითი პასუხები, რომელთაც ექნებათ კონკრეტული დატვირთვა და შემდგომი შეფასება სატენდერო პროცესში. ნებისმიერი სიტყვიერი ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულ იქნება კავშირის თანამშრომლების მიერ, არ ჩაითვლება ოფიციალურ ინფორმაციად სატენდერო პროცესში.

  • გადასახადი და დღგ: პროექტი „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ (Youth Empowerment through Living Values) გათავისუფლებულია საგადასახადო ვალდებულებებისგან და დღგ-სგან.
  • სატენდერო განაცხადი: სატენდერო განაცხადში უნდა იყოს ფიქსირებული ფასი, მოიცავდეს ყველა საკითხს მიღებისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით. მიღებული სატენდერო განაცხადები ვადის ამოწურვიდან 30 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში. სატენდერო განაცხადები მიიღება ოფიციალურ ბლანკზე ან ფორმატში.

სხვა მოთხოვნები:

  • კომპანია ან ორგანიზაცია აუცილებელია, იყოს ოფიციალურად რეგისტირებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  • წარდგენილი თანხა უნდა მოიცავდეს მთლიან ოდენობას, შეთავაზებები უნდა იყოს ძალაში მინიმუმ 30 დღის განმავლობაში ტენდერის ვადის გასვლის შემდეგ. დამატებითი მომსახურება, როგორიცაა სასაწყობო მომსახურება, უნდა იქნეს ცალკე მითითებული.
  • კავშირი იმედოვნებს, რომ კომპიუტერიების და ფოტოაპარატურების მოწოდებული იქნება 2018 წლის 5 მაისამდე.
  • ტენდერში მონაწილე ფირმას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საქონლის მიწოდების ადგილი: მარნეული, გიორგაძის ქ. 3ა, სართული 1
  • ანაზღაურება: საქონლისა და ორიგინალი ინვოისის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღეში
  • შემოთავაზება მიღებული იქნება გარკვეული დროის შემდეგ და განიხილება მოგვიანებით, „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ უფლებამოსილების შესაბამისად.
  • შემოთავაზებულ პროდუქციაზე უნდა მოქმედებდეს გარანტია 1-3 წელი
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ ფირმასთან
  • ტენდერში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან, მათი შემოთავაზება აკმაყოფილებდეს იმ ინსტრუქციებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც მითითებულია სატენდერო განაცხადში. აღწერილი ვალდებულებების დაუცველობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას;
  • შემოთავაზებულ პროდუქციაზე ფირმას უნდა გააჩნდეს MAF (შემოთავაზებელი ბრენდის მწარმოებლის ავტორიზაცია, რაც მოთხოვნილი იქნება შეკვეთის გაფორმებისათვის).

ტენდერის კატეგორია:

  • 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები