Tenders.ge
სამედიცინო კორპორაცია ევექსი

ტენდერი ბასრი ნარჩენების კონტეინერის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „ბასრი ნარჩენების კონტეინერის 2018-2019 წლის მიწოდება“ შეთავაზების წარმოდგენას.

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 2 მაისს 18:00 საათისა.
  • სს „სამედიცინო კორორაცია ევექსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 23 აპრილი 2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 02 მაისი 2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 09 მაისი 2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 16 მაისი 2018

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:

ლოტი 1
5-ლიტრიანი კონტეინერი. თვის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 17000 ცალი.

ლოტი 2
2-ლიტრიანი კონტეინერი. თვის განმავლობაში შესასყიდი რაოდენობა - 40000 ცალი.

  • ვიზუალი:
    ფერი - წითელი ან ყვითელი, გარედან დატანილი უნდა ჰქონდეს მოხმარების წესები და შესაბამისი ნიშანი (ბიოჰაზარდი) აუცილებელია ჰქონდეს სახელური.
  • სპეციფიკაცია: ბასრგამძლე, წყალგამძლე - დამუშავებული სპეციალური ლაქით, მუყაოს ფაქტურა (კრაფტი).

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს დახურული კონვერტის პრინციპით. კონვერტი უნდა იყოს დალუქული და სველი წესით დამოწმებული. კონვერტზე დატანილი უნდა იყოს:

  • ტენდერის სრული დასახელება
  • პრეტენდენტის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
  • პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია
  • მიმღები: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - შესყიდვების განყოფილება

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 02 მაისის 18:00 საათისა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N40, მე-5 სართ.

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები