ჩაბარების ვადა:

27 აპრილი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3791 - ტენდერი გამოუყენებელი კვარცის ქვიშის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს წარმოებისათვის გამოუყენებელი კვარცის ქვიშის გაყიდვის შესახებ, შემდგომი გადამუშავების მიზნით.

  • რაოდენობა დაახლოებით 5000 ტონა

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით.

შემოთავაზება- 1 ტონა ქვიშის ღირებულება ტრანსპორტირებით დ.ღ.გ-ს გარეშე.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი, ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 27 აპრილის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ;

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა