Tenders.ge
ნეოგაზი

ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე: გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე 24/04-NEO-S/PRT-18

მომსახურების აღწერა:

  • ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს: 600 000 (ექვასი ათასი) ცალს,
  • ნუმერაცია 700 001 დან 1 300 000-ის ჩათვლით;
  • ზომა - 60 მმ X 120 მმ;
  • ფორმა - ოთკუთხედი;
  • ფერები - 4+4.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება;
  • ბილეთის დიზაინი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
    - 100 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
    - 200 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
    - 300 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
    - 400 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
    - 500 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში;
    - 600 000 ბილეთის დაკვეთის შემთხვევაში.
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუში;
    - შენიშვნა: ნიმუშის წარმოდგენა აუცილებელია.
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - ვანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 8 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები