Tenders.ge
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელ განმუხურში მდებარე აკვა-პარკის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკის (ს/კ 43.29.42.107) სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები:

  • ტერიტორიის შემომსაზღვრელი ლითონის ღობის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • ტერიტორიაზე არსებული ხის ხიდებისა და ბუნგალოს სარეაბილიტაციო სამუშაოები:
  • ადმინისტრაციული კორპუსის სარემონტო სამუშაოები.

ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
  • სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

კომპანია უფლებას იტოვებს:

  • მოსთხოვოს პრეტენდეტს ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
  • გამარჯვებულის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსთხოვოს კონტრაქტორს ,,საბანკო გარანტიის" წარმოდგენა საავანსო თანხაზე.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 2 მაის ს 18:00 სთ-მდე

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
შედეგები ცნობილი იქნება 2018 წლის 4 მაისს აპრილს

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები