ჩაბარების ვადა:

11 მაისი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T3809 - ტენდერი გაზის ჰიდრავლიკური კომპრესორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: გაზის ჰიდრავლიკური კომპრესორის შეყიდვაზე 26/04-NEO-P/COMP-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • გაგრილების სისტემა - წყალი ან ჰაერი;
  • ელ. ძრავის სიმძლავრე - მაქსიმუმ 75 კვ.;
  • მიწოდების სისტემა - 2 ხაზიანი;
  • წარმადობა - 20 ბარზე 300 მ3 გაზის გაცემა საათში;
  • ელ. სიმძლავრე - 380 ვოლტი;
  • შემავალი წნევა - 20 ბარი;
  • გამავალი წნევა - 250 ბარი

კომპრესორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის დამხშობი კონტეინერით.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, მონტაჟისა და გაშვების ხარჯს. (მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მიერ გამარჯვებული კომპანიის მოთხოვნის თანახმად).
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ (არაუგვიანეს 90 კალ. დღისა);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთისა და პერიოდის მითითებით);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ტექნიკური საკითხების განსახილველად: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 მაისი, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის