Tenders.ge
ტერაბანკი

ტენდერი სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.

სამეურნეო საქონლის ჩამონათვალი, აღწერილობა და ფილიალების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ფაილად (დანართი #1).

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი (იხ. დანართი #1), კომპანიის ბლანკზე დაბეჭდილი, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
  • მომსახურების სქემის დეტალური აღწერილობა;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მიუთითოთ უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 7 მაისი (18:00 სთ-მდე).

  • ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ბექა გოგორიშვილს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: beka.gogorishvili@terabank.ge  ტელეფონზე 2 55 00 00 (შიდა 3233). მობ: + 995 595 14 99 22
  • სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge  , ტელეფონზე 2 55 00 00 (შიდა 2005). მობ: + 995 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები