Tenders.ge
Millennium Challenge Account – Georgia

ტენდერი სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 15:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა (the “Georgia Compact II”) 140,000,000,00 აშშ დოლარის მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია, საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა (www.mcc.gov) და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე (www.mcageorgia.ge ).

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ბენეფიციარებისთვის სასტუმრო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით IFB#PP12-A1/GEP/NCS/CB/11 მოცემულ ლოტებზე:

  • ლოტი 1: PP12-A1/GEP/NCS/CB/11 -1 - თბილისი
  • ლოტი 2: PP12-A1/GEP/NCS/CB/11 -2 – ბაკურიანი/ბორჯომი
  • ლოტი 3: PP12-A1/GEP/NCS/CB/11 -3 – თელავი
  • ლოტი 4: PP12-A1/GEP/NCS/CB/11 -4 – თბილისი/შემოგარენი
  • ლოტი 5: PP12-A1/GEP/NCS/CB/11 -5 – წყალტუბო/ქუთაისი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით, რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებ-გვერდზე: https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines .

კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 3 მაისს, დილის 11:00 საათზე, საქართველოს დროით (GMT+4).
მისამართი:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5, მე-4 სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისის 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4)შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
(შენობაში შემოსასლველად ლიფტს ვერ გამოიყენებთ)

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იმავე დროსა და ადგილას, 2018 წლის 15 მაისს 15:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შეიძლება წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
Att: ქეთევან თათეშვილი, შესყიდვების კონსულტანტი
Email: ktateshvili@mcageorgia.ge
Cc: procurement@mcageorgia.ge
ტელეფონი: +995557408990

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება