ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3818 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 30/04-GIG-P/UNI-18

ტენდერის დეტალები:
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ლოტი N2 - სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა დანართი N2-ის შესაბამისად.

შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;

  • შესასყიდი უნიფორმების ტიპები და სპეციფიკაცია, გთხოვთ, იხილოთ დანართში სპეციფიკაცია.

შემსყიდველი ორგანიზაციები:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
  • შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა
  • შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა. მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N88.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ისა და დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
    - წინადადება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთ ლოტზე.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (ბრენდირების გარეშე);
    - შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
    - ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18800000 ფეხსაცმელი