Tenders.ge
შპს "ჯინო პარკი"

ტენდერი „ჯინო პარკი“-ს ტერიტორიაზე არსებული სანაპირო ზოლის იჯარით გაცემაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

"ჯინო პარკი" აცხადებს ტენდერს „ჯინო პარკი“-ს ტერიტორიაზე არსებული სანაპირო ზოლის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

ტერიტორია მოიცავს:

  • 7 000 მ2 ფართობის თბილისის ზღვის სამ იარუსიან და 250 მეტრი სიგრძის ზღვის სანაპირო ზოლს
  • სალაროებითა და ტურნიკეტებით გამართულ დამოუკიდებელ შესასვლელს
  • 680 გასახდელ კარადებს შესაბამისი დუშებითა და ტუალეტებით
  • შესასვლელიდან 150 მეტრაში მოწყობილ, განათებულ და დაცულ პარკინგს 600 ა/მ-ზე
  • სანაპიროს მეორე ზოლში ფიქსირებულ 200 შეზლონგს
  • ნავსაყუდელი, ზღვაში 12 მეტრზე შესული;
  • 12 ადგილიან კატამარანს, 6 წყლის ველოსიპედს, 2 სკუტერს, სხვადასხვა გასაბერ ატრაქციებს
  • ტერიტორია მონიტირებულია კამერების სისტემით, ელექტრონული ჩიპების სანებართვო და საკასო გადახდების სისტემით, საინჟინრო ქსელებით
  • ტერიტორია ტურნიკეტების გასასვლელი სისტემით უკავშირდება „ჯინო პარადისე“ პარკის არეალს.
  • ტერიტორია 3 კოლომეტრით არის მოშორებული უახლოეს დასახლებას რაც საშუალებას იძლევა როგორც დღისით ისე ღამით ჩატარდეს კონცერტები და ივენთები
  • იჯარის პერიოდი და პირობები განიხილება შემოთავაზების მიღების შემდგომ დამატებით

მეიჯარისადმი მოთხოვნა და პირობები:

  • სანაპირო ზოლისა და ტერიტორიის გაუმჯობესება, მოწესრიგება, გაფორმება
  • წყლის მინი კატერებით, ველოსიპედებით და მოტოციკლეტებით უზრუნველყოფა
  • წყლის ატრაქციები, ბანანები, ბაბლები, პარაშუტი, ....
  • წყლის ჭავლის ატრაქცია (სპეც სადგამი, რომელიც წყლის ჭავლით ადის ჰაერში )
  • სანაპირო სადგომის მოწყობა კატერების და სკუტერებისთვის.
  • „ჯინო“-დან მიღებული ტექნიკისა და საშუალებების მიღება, მოვლა, გამოყენება, პატრონობა
  • სარეგისტრაციო/აღრიცხვიანობის სისტემის მონტაჟი
  • სარეკლამო საქმიანობა, პიარი
  • დღის და საღამოს გასართობი პროგრამების, ივენთების ჩატარება
  • „ჯინო ფერედაისთან“ მარკეტინგული ადაპტაცია, თანამშრომლობა.

უპირატესობა მიენიჭება კომპანიას რომელსაც როგორს წყლის ატრაქციებში ისე ივენთებისა და საღამოების ჩატარებაში ექნება მნიშვნელოვანი გამოცდილება, რეფერენცია, მაღალი ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს უნდა ქონდეთ ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების მაღალი ხარისხი. ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები) ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საინდენტიფიკაციო ნომრის მითითებით)

სატენდერო წინადადების ჩაბარების ვადა - 15 მაისამდე

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ ფოსტით:
marketing@ginoparadise.ge 
მობ: 599 88 09 39

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება
  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი
  • 99999999 სხვა