ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3826 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „კომპიუტერული ტექნიკის 2018-2019 წლის მიწოდება“ შეთავაზების წარმოდგენას.

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისის 18:00 საათისა.
  • სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 2 მაისი 2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 18 მაისი 2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 25 მაისი 2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 1 ივნისი 2018

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს დახურული კონვერტის პრინციპით. კონვერტი უნდა იყოს დალუქული და სველი წესით დამოწმებული. კონვერტზე დატანილი უნდა იყოს:

  • ტენდერის სრული დასახელება
  • პრეტენდენტის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
  • პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია
  • მიმღები: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - შესყიდვების განყოფილება

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისის 18:00 საათისა სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ოფისში, მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. N40, მე-5 სართ.

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები