ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3830 - ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის არაორგანული ქიმიკატების შეძენაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის არაორგანული ქიმიკატების შეძენაზე.

კომპანია იწვევს კვალიფიციურ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი ეტაპობრივად სავარაუდო რაოდენობების მიხედვით 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით;
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკში არსებული აუზისთვის საჭირო ქვემოთ მოცემული არაორგანული ქიმიკატები:
N დასახელება ერთეული რ-ბა
1 ქლორი ტონა 3
2 PH (-) ტონა 3
3 PH (+) ტონა 3
4 PH (-) ტონა 1
5 PH (+) ტონა 1
6 კოაგულანტი
(ფლუკონანტი)
ლიტრი 400


დეტალური ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
  • მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე (დამატებით ეტაპობრივად, მოთხოვნის საფუძველზე);

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 7 მაისს 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:

საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები