Tenders.ge
ჯორჯიან მანგანეზი

ტენდერი დიზელი 0.1%-ს მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 15:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, ვარციხე ჰესი) აცხადებს კონკურსს 2018 წლის ივნისიდან ჩათვლით დიზელი 0.1%-ს (სითხის სახით, L-62) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში.

რაოდენობა: 280 000 -300 000 ლ თვეში, (80 000 ლ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 200 000 - 220 000 ლ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში)

  • შესყიდვის ობიექტი - წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საწვავის (დიზელი L-62) მიწოდება ეტაპობრივად - 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით.
  • გატანის წესი - დიზელის საწვავის მიწოდება სითხის სახით უნდა უზრუნველყოს მომწოდებელმა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით.
  • შესასყიდი დიზელის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 2 100 000 (ორი მილიონ ასე ათას) ლიტრს. (ყოველთვიურად 300 000 ლიტრი).
  • ხელშეკრულება გამარჯვებულთან გაფორმდება 3+4 ფორმულით, თუ სამი თვის შემდეგ შემსყიდველს და მომწოდებელს არ ექნებათ ურთიერთპრეტენზიები, ხელშეკრულების პირობების შესრულებასა და საწვავის ხარისხთან დაკავშირებით, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2018 ბოლომდე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, თენგიზ აბულაძის პირველი ჩიხი, #6 (ეკა ქირიას სახელზე).

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მაისის 15:00 საათი.

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gaalloys.com 

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი