Tenders.ge
საქართველოს ბანკი

ტენდერი სასმელი წყლის შესყიდვა/მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის შესყიდვა, მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში:

# დასახელება აღწერა ფასი
1 ბალონი 19 ლ.  
2 ერთჯერადი ჭიქა 100 ც.  


შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები

  • მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, წყლის ჩამოსასხმელი დისპენსერები უსასყიდლოდ მიაწოდოს ბანკს მის მიერ მითითებულ მისამართებზე, საქართველოს მაშტაბით დაახლოებით 360 ობიექტს;
  • შემოთვაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს თბილისსა და რეგიონების მაშტაბით;
  • თბილისის მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს. (მაგ: შეკვეთა მიიღეს ორშაბათს დღის პირველ ნახევარში, სამშაბათს დღის ბოლომდე ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს.)
  • რეგიონების მაშტაბით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შეკვეთის მიღებიდან ორი დღის ვადაში. (მაგ: შეკვეთა მიიღეს ორშაბათს დღის პირველ ნახევარში, ოთხშაბათს დღის ბოლომდე ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს.)
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 მაისიდან 2017 წლის 18 მაისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესო ქიტიაშვილი
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4619)
მობ.:(+995 555) 000778 /
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 მაისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=891&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი
სატენდერო დოკუმენტაცია