ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3871 - ტენდერი გენერატორების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისისათვის გენერატორის შეძენაზე.

შესყიდვის საგანი:

  • ერთი ერთეული 450-500კვა სიმძლავრის დიზელ–გენერატორი 3 ფაზით, ხმის დამხშობი კორპუსით და ავტომატური გაშვებით.
  • ასევე შესაბამისი ელ.ფარის და საკაბელო მეურნეობის მოწყობა.

ელ.ფარის და საკაბელო მეურნეობის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების და მასალების შესაფასებლად მობრძანდით ადგილზე.
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
დრო: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე

მომსახურების სახე:
მოწოდება, მონტაჟი, შემდგომი საგარანტიო მომსახურება.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • დებულება კონფიდენციალურებზე და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; 

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასთა ნუსხა
  • მონტაჟის პირობები
  • საგარანტიო მომსახურების პირობები
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • რეკომენდაციები (მინიმუმ 2 სხვადასხვა კომპანიიდან);
  • შევსებული და ხელმოწერილი დებულება კონფიდენციალურობასა და ინტერესთა კონფლიქტზე (იხ. თანდართული დოკუმენტი);

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება ( სამეურნეო განყოფილება);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 22 მაისი (17:00 სთ)

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს. გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები