Tenders.ge
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

ფასთა გამოკითხვა სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე და დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალების რეალიზაციაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერს დაემატა ფაილი - "აუდიტის დასკვნა, კორექტირებული". გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას კახეთის რეგიონში არსებული შენობა–ნაგებობების, სულ ექვსი ლოკაცია (იხილეთ დანართი) სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალების რეალიზაციის შესახებ.

დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალები რჩება კომპანიის მიერ შერჩეული შემსრულებლის განკარგულებაში, აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულ სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებას უნდა გამოკლდეს დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალების ღირებულება, იმ ოდენობით და ღირებულებით, როგორც ეს მოცემულია თანდართული აუდიტორული კომპანიის მიერ ასახულ დასკვნაში;

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები; 
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა უნდა მოხდეს როგორც ჯამურად, ასევე თითოეულ ლოკაციაზე ცალ-ცალკე);
  • სანებართვო-სადემონტაჟო სამუშაოების გრაფიკი;

ძირითადი მოთხოვნები/პირობები

  • საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სადემონტაჟო-სამშენებლო ნებართვის დოკუმენტის აღების ვალდებულება ექნება კომპანიის მიერ შერჩეულ მონაწილეს;
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არსებული ნორმებისა და წესის შესაბამისად;
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო მასალების ტერიტორიიდან გატანა სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;
  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
  • იმ შემთხვევაში, თუ მასალების ღირებულება აღემატება დემონტაჟის ღირებულებას, განიხილება წინამდებარე ფასთა გამოკიხვისგან განსხვავებული პირობები და შესაბამისი შემოთავაზებები.

კონკურსში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე, ან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, შესაძლებელია მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით (გარანტიის მოქმედება 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები; 
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 

კომპანიის მიერ შერჩეულ პირს შეიძლება მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა.

წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის, ან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტაციის ზოგადი შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით:

  • სამუშაოების ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტის გამოცდილება და რეპუტაცია.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 22 მაისს, 18:00 სთ-მდე

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:

საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)

შენიშვნა: 
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული და დამუშავებული იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები