Tenders.ge
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“

ტენდერი ჭაბურღილიდან სიღრმის საცავი მილის კოლონის ამოღებასა და ხელახლა მოწყობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა:

,,აიდიეს ბორჯომი საქართველო, ... აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი აცხადებს ტენდერს ბორჯომის საბადოს ლიკანის უბნის № 54 ჭაბურღილიდან 100 მეტრამდე სიღრმის საცავი მილის კოლონის ამოღების, მისი ხელახლა მოწყობის და მასში 100 მ სიღრმეზე ტუმბოს ჩაშვების უზრუნველსაყოფა, ასევე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ №54 ჭაბურღილისათვის ახალი პასპორტის შექმნაზე (ელექტრონულ ვერსიით/ფორმით), კონსტრუქციის ყველა ცვლილების გათვალისწინებით.

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • სატიტულო ფურცელი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ხელმოწერებით და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონკურსო წინადადების, შესასრულებელი ჭაბურღილის სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ფასი (სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება);
  • გასაწევი მომსახურების შესახებ განმარტებითი ბარათი, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელ საპროექტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოთა მოკლე აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვა;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ განხორციელებული ანალოგიური სახის სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია მომსახურების მიწოდების ვადის შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება 2018 წლის 24 მაისის ჩათვლით კომპანიის ბლანკზე მითითებულ საფოსტო მისამართზე (თბილისი 0102, დ. აღმაშენებლის გამზ. 80) ან ს. ს. ,,ბორჯომმინწყლების“ დირექციაში, მისამართზე ქ. ბორჯომი (ბარათაშვილის ქ. #5), დალუქული კონვერტების სახით.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:

  • თემურ კოროშინიძეს -  tkoroshinadze@borjomi.com  - ტექნიკურ საკითხებზე;
  • ვატო შარაშენიძეს - vsharashenidze@borjomi.com  - ტექნიკურ საკითხებზე;
  • გიორგი ჯოხარიძეს - gjokharidze@borjomi.com  -  იურიდიულ საკითხებზე;
  • კოკა მგელაძეს - kmgeladze@borjomi.com  - შესყიდვის საკითხებზე;

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.

ტენდერის კატეგორია:

  • 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები