ჩაბარების ვადა:

1 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3881 - მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტზე

აღწერილობა:

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აცხადებს მოწვევას ინტერესის გამოხატვაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტზე.

ინტერესის გამოხატვის წარდგენა

აკადემიურმა დაწესებულებამ, რომელსაც სურს გადაეცეს სამართავად სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა გამოხატოს ინტერესი და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის სტატუსის შესახებ.
  • აღწერა სამოქალაქო და კერძო სამართლის მიმართულებით კვლევითი გამოცდილების არსებობის შესახებ.
  • ინფორმაცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით არსებული პერსონალის შესახებ.
  • დასაბუთება, თუ რატომ სურს პროექტის მიღება და როგორ ხედავენ გრძელვადიან პერსპექტივაში კომენტარის განვითარებას.
  • პროექტის მმართველი გუნდის (კოორდინატორები, რედაქტორები, ტექნიკური პერსონალი, დასამუშავებელი კომეტარების სავარაუდო ავტორები) შესახებ ინფორმაცია და პროექტში ჩართული ყველა პირის CV.
  • საკონტაქტო ინფორმაცია 

ინტერესის გამოხატვის ეტაპის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი აკადემიური დაწესებულების შერჩევის მიზნით. მონაწილე კომპანიებს გაეგზავნებათ კომენტარების ტექსტი ხარისხის გაცნობისა და დეტალური კონცეფციის და ბიუჯეტის მომზადებისათვის.

ინტერესის გამოხატვის წინადადებები გაგზავნილ უნდა იქნას 1 ივნისის 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anna.chkheidze@giz.de  და tornike.darjania@giz.de 

საკონტაქტო პირი:
თორნიკე დარჯანია
სამართლებრივი მრჩეველი
GIZ-ის პროგრამა „სამხრეთ კავკასიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) GmbH
31a, გრიბოედოვის ქ., მე-4 სართული
0108 თბილისი, საქართველო
T + 995 32 2201821
M + 995 593 199338

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები

დოკუმენტაცია