ჩაბარების ვადა:

23 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3882 - ტენდერი ავტომატური მართვის აპარატის წვიმისგან დამცავი ქუდაკების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ავტომატური მართვის აპარატის წვიმისგან დამცავი ქუდაკების დამზადებაზე 24/04-NEO-S/MRK-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ავტომატური მართვის აპარატებისთვის (ფეიბოქსები) ორგმინის ბრენდირებული წვიმისგან დამცავი ქუდაკების დამზადება და მონტაჟი.
  • რაოდენობა - 30 ცალი.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • კომპანიის ლოგო;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 23 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები