ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3887 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურების დასუფთავებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით #15/05-NEO-S/CLEANING-18

მომსახურების აღწერა:
შპს „ნეოგაზი“-ს ავტო გაზგასმართი სადგურების გენერალური და ყოველდღიური დასუფთავება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

  • დასუფთავებას ექვემდებარება ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორია, სველი წერტილები და ადმინისტრაციული შენობები და იქ განთავსებული მოწყობილობები - ავეჯი, ინვენტარი, დანადგარები და აქსესუარები;
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებებით მომარაგება, მათ შორის ქიმიური საშუალებები, პროფესიონალური ტექნიკა და ინვენტარი, უსაფრთხოების დამცავი საშუალებები და უნიფორმები.
  • კომპანიის მიერ უნდა იქნას შერჩეული და წინასწარ შეთანხმებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დანადგარებისა და ზედაპირების დაზიანებისგან დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეფუთვა.

შენიშვნა: გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ვადიანი ხელშეკრულება სადაც გადახდა იწარმოებს ყოველი შემდგომი თვის 15 რიცხვამდე.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • სადგურების ჩამონათვალი და მისამართები;
  • ტექნიკური დავალება - დასუფთავების შესავსები გრაფიკი დასუფთავების ტიპების მიხედვით ;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ყოველთვიური მომსახურების ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შევსებული დანართი N2;
  • ინფორმაცია კომპანიის ანალოგიური გამოცდილების შესახებ, კორპორატიული კლიენტების მითითებით;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი - მინიმუმ ერთი (სასურველია ორი).

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 მაისი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება