ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3894 - ტენდერი შიდა ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქინვესტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების: კომპანიის ტერიტორიაზე შიდა ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე #16/05-SAK-S/NET-18

მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისში, აგლაძის ქუჩა N32-ში მდებარე შენობებსა და კომერციულ ფართებში ინტერნეტ ქსელის მოწყობა შემსრულებლის მასალით.

შპს საქინვესტის ტერიტორია მოიცავს 80000 კვ.მ-ს სადაც განთავსებულია: 5 სასაწყობე ფართი საიდანაც 4 სასაწყობე ფართის ზომებია 24.1გ.მ X 137.5გ.მ ხოლო მეხუთე კი 60,4გ.მ X 103.2გ.მ და შედგება 4 სართულისგან, სამაცივრე მეურნეობის შენობა 26.9გ.მ X 155გ.მ, კომერციული ფართი 3 სექტორით(თითოეული სექტორი შედგება სხვადასხვა რაოდენობის მაღაზიებისგან, სადაც თითოეულთან უნდა მოხდეს ინტ. ქსელი კაბელის შეყვანა) შემდეგი ზომებით 10,6გ.მ X 160გ.მ (20 მაღაზია), 10,8გ.მ X 125,3გ.მ (20 მაღაზია), 6,5გ.მ X 155,3გ.მ (25 მაღაზია) და სამ სართულიანი ადმინისტრაციული შენობა 14,2გ.მ X 49,2გ.მ.

თითოეულ ობიექტამდე უნდა მოხდეს ინტ. ქსელის კაბელის მიყვანა, ქსელური აპარატურის შეძენა და მონტაჟი.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტერიტორიის გეგმარება ქსელის კარადების განთავსების წერტილებით;
  • მასალებისა და სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები;

შპს „საქინვესტი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: ჯანო ბერძენიშვილი; საკონტაქტო ნომერი: 568 10 00 33.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 25 მაისი, 16:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 72400000 ინტერნეტმომსახურებები