Tenders.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სოციალური რგოლის შექმნა


კონკურსი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
კონკურსის აღწერილობა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში აცხადებენ კონკურსს სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.

ვიდეო რგოლის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია საიას ცენტრალური და რეგიონული ოფისების მიერ დაბრუნებული მიგრანტებისთვის უფასო კვალიფიციური იურიდიული დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის ხელმისაწვდომობას, სახელმწიფო დაწესებულებების სახელზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ, სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. ვიდეო რგოლის მომზადებისას ტექსტის სახით უნდა გამოიყენებოდეს თანდართული საინფორმაციო მასალა.

სოციალური რგოლი მომზადდება საიას (gyla.ge) და კავკასიური ინსტიტუტის (cipdd.org) ერთობლივი პროექტის "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში.

პროექტის 4 მთავარი მიმართულებაა:

- მიგრაცია და განვითარება;
- მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; - არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
- მიგრანტთა უფლებების დაცვა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • შესაბამისი სცენარი
  • სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი
  • კონკურსანტის მიერ შესრულებული სამუშაოს ბმულები
  • ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს და დაცული უნდა იყოს სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილი პარამეტრები
  • მიღებული განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სოციალური რგოლის ძირითადი გზავნილების მკაფიოდ გადმოცემა, კრეატიულობა, კონკურსის პირობების დაცვა, რეალისტური ბიუჯეტი
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სცენარი და ბიუჯეტი დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: migration@gyla.ge ან თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი)

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 07 მაისი, 18:00 საათი.დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ ხათუნა ბურკაძეს

საკონტაქტო ინფორმაცია: 2936101/შიდა ნომერი 135, მობ.: 577 72 72 35

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი