Tenders.ge
ADRA

ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

"ადვენტისტური დახმარების და განვითარების სააგენტო ადრა" აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოებზე.

ორგანიზაცია ადრა ახორციელებს დახმარებისა და განვითარების პროექტს, რომელიც მოიცავს ქართლის რეგიონში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და ბავშვთა დღის ცენტრების კეთილმოწყობას. კერძოდ, სოფელ ნორიოში, გორში და ხაშურში ოთხი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის რემონტი და კეთილმოწყობა. ასევე, რუსთავსა და თბილისში ორი ბავშვთა დღის ცენტრის რემონტი და კეთილმოწყობა. ხაშურში დედათა და ჩვილთა თავშესაფრის რემონტი და კეთილმოწყობა. საერთო ჯამში შვიდი დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული პროექტი.

დანართ #1-ში იხილეთ ხარჯთაღრიცხვის სია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა დაწესებულებაში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები.

  • ყველა მსურველმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა პირველ რიგში უნდა შეავსონ აღნიშნული სია დანართ #1-ში და წარმოგვიდგინონ.
  • არჩევის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება, განისაზღვრება ვადები, თუ რა პერიოდში უნდა შესრულდეს სარემონტო სამუშაოები.
  • ვადების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება კონტრაქტით გაწერილი ჯარიმები, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ფორმა: დალუქული კონვერტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ცუცხვათის ქ.3. კონვერტზე მიუთითეთ (ადრა ტენდერი)

საკონტაქტო პირი:
არაიკ კარაპეტიანი.
557 66 00 82

გიორგი გვარაძე
568 89 09 30

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
სატენდერო დოკუმენტაცია