Tenders.ge
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია

ტენდერი საველე აღჭურვილობის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 16:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს საველე აღჭურვილობის შესყიდვაზე.

ფასები და მოწოდების გეგმა გრაფიკი

# დასახელება ტექნიკური მახასიათებლები განზომილების ერთეული რაოდ. ერთ. ფასი საერთო ფასი შენიშვნა
1 აღჭურვილობის სატარებელი წყალგაუმტარი ჩანთა ზომა: XXL (150 ლ) ცალი 2      
2 აღჭურვილობის სატარებელი წყალგაუმტარი ჩანთა ზომა: XL (120 ლ) ცალი 1      
3 საველე სამზარეულო და პროდუქტის მყარი კონტეინერი მოცულობა: 100 ლიტრიანი ცალი 2      
4 სხვადასხვა მსხვრევადი და ფუჭებადი ნივთების შესანახი ჰერმეტული კონტეინერი მოცულობა: 10 ლიტრიანი ცალი 4      
5 პორტატული ელქტროგენერატორი 1.500 ვტ ცალი 1      
6 საველე ტუალეტი-ტენტი   ცალი 1      
7 საველე სამზარეულოს კრებული ქვაბები, ტაფა   2      
8 დასაკეცი წყლის კანისტრა მოცულობა: 10 ლიტრიანი ცალი 2      
9 საველე ნიჩაბი   ცალი 1      
10 საველე ნაჯახი   ცალი 1      
11 სამზარეულო/საკლასო კარვის და საველე ტუალეტის ელექტროგაყვანილობა მავთული, ნათურები ცალი 10      
12 თოკზე ქვემოთ დაცურების დაზღვევა Mini traction ცალი 2      
13 თოკის ჩამჭიდი T-Block ცალი 2      
14 საველე დურბინდი   ცალი 1      
15 საველე სარემონტო კრებული მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით მრავალფუნქციური დანა “ლეტერმანის ტიპის”, ტანსაცმლის გახევის დასაწებებელი წებოვანი ლენტი, ა.შ. ცალი 1      
16 საველე პირობებში გარემოზე დაკვირვების ჩასაწერი წყალგაუმტარი ქაღალდის ბლოკნოტი; წყალგამძლე ფანქარი;   ცალი 3      


ფიქსირებული ფასები:
ზემოაღნიშნული ფასები მყარია და ფიქსირებული და ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში არ ექვემდებარება ცვლილებას (მინიმუმ 30 დღე).

  • მოწოდების გრაფიკი: მოწოდება უნდა მოხდეს ზემოთ მოყვანილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა კონტრაქტის ხელმოწერის თარიღიდან
  • გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარებში. შესყიდვის კონტრაქტის ღირებულების 100% გადაიხდება არაუგვიანეს 30 (კალენდარული) დღისა საქონლის მოწოდების, ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. წარმოსადგენი დოკუმენტებია: მომწოდებლის ინვოისი (დედანი და ორი ასლი), სადაც მოცემულია საქონლის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი თანხა.
  • გარანტია: შემოთავაზებულ საქონელს უნდა ჰქონდეს მწარმოებლის გარანტია სულ ცოტა 12 (თორმეტი) თვის ვადით დამკვეთისათვის მიწოდების მომენტიდან. გთხოვთ, დეტალურად მიუთითოთ კონკრეტული საგარანტიო პერიოდი და პირობები.
  • შეფუთვისა და მარკირების ინსტრუქციები: შემოთავაზებულ საქონელი ცალ-ცალკე უნდა იყოს დაფასოებული და შეფუთული, თითოეულ შეფუთვაზე უნდა ეწეროს საქონლის დასახელება და დამკვეთის სახელწოდება და ტვირთის დანიშნულების მისამართი.
  • მოწოდების პირობების დარღვევა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ყოველგვარი ვალდებელების წარმოშობის გარეშე გააუქმოს გაცემული კონტრაქტი, თუკი მომწოდებელი ვერ შეძლებს საქონლის მოწოდებას ზემოთ მოცემული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

მომწოდებელი:
მომწოდებლის უფლებამისილი პირის ხელმოწერა
ადგილი:
თარიღი:
რეესტრის რეგისტრაციის #
საბანკო რეკვიზიტები:

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები.
  • ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი 1)

წინადადების გამოგზავნის წესი:

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N40/1, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com  არაუგვიანეს 2018 წლის 30 მაისის 16:00 საათამდე.

საკონტაქტო პიროვნება:
გიორგი გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
შესყიდვების მენეჯერი

ტენდერის კატეგორია:

  • 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)
  • 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები