Tenders.ge
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

ფასთა გამოკითხვა მაშველების მომზადება-სერთიფიცირებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მაშველების მომზადება-სერთიფიცირებაზე ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.

სამუშაოების აღწერილობა

  • ფასთა გამოკითხვის მიზანია ანაკლიაში (ზუგდიდის რ-ნი, სოფ. განმუხური) მდებარე აკვაპარკის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით აკვაპარკში დასაქმებული მაშველების გადამზადება და შესაბამისი სერთიფიცირება. სწავლება მაშველებს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათ რეაგირებას შესაბამის სიტუაციაში
  • სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა - 5 დღე
  • გადასამზადებელი მაშველების რაოდენობა - 20

გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შედეგად მაშველმა:

  • უნდა იცოდეს დაზარალებულების მდგომარეობის შეფასების ხერხები; 
  • განახორციელოს დაზარალებულის გამოყვანა და ტრანსპორტირება სხვადასხვა პირობებში;
  • აღმოუჩინოს მას პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება;
  • შეასრულოს მოვალეობები მორიგე სამსახურის განხორციელებისას საგუშაგოებზე შიდა განაწესის მიხედვით.

აუცილებელი პირობები:

  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში არანაკლებ 3 (სამწლიანი) გამოცდილება;
  • გადამზადება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სტადარტებით და უნდა ითვალისწინებდეს იმ მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, რომლებიც ცალსახად არის დაფიქსირებული საერთაშორისო სწავლებით.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 04 ივნისის 18:00 სთ-მდე

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია