ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3941 - ტენდერი რბილი ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო საერთაშორისო საფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს რბილი ავეჯის შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • სატენდერო განაცხადის შევსებული ფორმა - დანართი 1; (განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი ( მინიმუმ 2 კომპანიიდან);
  • მოკლე ისტორია კომპანიის შესახებ, გამოცდილება, პროექტები ( სასურველია დასურათებული).
  • პრეტენდენტის საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი.

განსაკუთრებული პირობები

  • მოთხოვნილი ავეჯის სპეციფიკაცია და ფოტოები წარმოდგენილია დანართ # 2 ში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას მწარმოებელ კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. პრეტენდენტის მიერ მითითებულ ვადაში დამატებითი დოკუმენტაციის არ წარმოდგენის შემთხვევაში იგი ჩაითვლება დისკვალიფიცირებულად.
  • სს „ფინკა ბანკი საქართველო“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს განუმარტოს თავისი გადაწყვეტილების საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ გამოაგზავნოთ შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტაცია დალუქული კონვერტით (კონვერტზე უნდა იყოს წარწერა - კონფედენციალურია, ტენდერის სახელწოდება და თქვენი კომპანიის დასახელება) ორგანიზაციის ფაქტიურ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, ბლოკი 1, მე 3 სართული - სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისი. სატენდერო დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ივნისი.

ტენდერში მონაწილეობისათვის მზაობის შესახებ ან/და ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@finca.ge  და sopio.uznadze@finca.ge 

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი