ჩაბარების ვადა:

13 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3963 - საგრანტო კონკურსი ნარჩენების სეპარირებულად შემგროვებელი ან/და გადამამუშავებელი კერძო კომპანიებისათვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენასა და მისი ოპერირების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე

ტენდერის აღწერილობა:

  • დასახელება: საგრანტო კონკურსი ნარჩენების სეპარირებულად შემგროვებელი ან/და გადამამუშავებელი კერძო კომპანიებისათვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენასა და მისი ოპერირების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე
  • მომწოდებელი: CENN/WMTR II პროგრამა
  • გამოქვეყნდა: 4 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
  • თანდართული ფაილი: დაზიპული ფაილი ყველა ანექსით

CENN-ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), რომელიც ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს კერძო კომპანიებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მყარი ნარჩენების - პლასტმასის, ქაღალდის, მუყაოს, შუშის, ალუმინის ქილებისა და სხვა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას ან/და გადამუშავებას.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს თანამედროვე/ენერგოეფექტიანი აღჭურვილობის თანადაფინანსების პრინციპით შეძენას, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერირების გაუმჯობესებას და წარმადობის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, კომპანიებს საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ ახალი აღჭურვილობის ოპერირების უნარ-ჩვევები, შესაბამისი ტრენინგის საშუალებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული აღჭურვილობის შეძენას, ასევე ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას განახორციელებს WMTR II პროგრამა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კომპანიებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ან ოპერირებენ WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი. კომპანიებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა და დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ სხვა რეგიონებში, შეუძლიათ, წარადგინონ საგრანტო განაცხადი იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, შესყიდვას, გადამუშავებას (ამ აქტივობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს) პროგრამის სამიზნე რეგიონებში. ამ შემთხვევაში, აპლიკანტმა, განაცხადში უნდა წარადგინოს ამის ნათელი დადასტურება.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვე-გრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 18-001. 

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2018 წლის 13 ივლისისა (18:00 სთ), ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე:
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0105
ბეთლემის ქუჩა #27
ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org 
 
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები