Tenders.ge
საქართველოს ბანკი

ტენდერი ჯომარდობის შიდა ტურნირის მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ჯომარდობის შიდა ტურნირის მომსახურებაზე. ტურნირის ჩატარების თარიღებია 7 და 8 ივლისი.

  • 7 ივლისს ტურნირი უნდა გაიმართოს 96 პერსონისთვის (ექვსკაციანი 16 გუნდი)
  • 8 ივლისს ტურნირი უნდა გაიმართოს 96 პერსონისთვის (ექვსკაციანი 16 გუნდი)

მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ჯამურად 7 და 8 ივლისის გათვალისიწინებით.
  • მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ადგილმდებარეობა უნდა იყოს კეთილმოწყობილი, შესაბამისი რაოდენობის გასახდელი ოთახებით და სველი წერტილებით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება;
  • ანგარიშწორება განხორციელდება მომსახურების შესრულების შემდეგ;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 6 ივნისიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პროდუქტი #1-ის; პროდუქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია და მოთხოვნები:

  • მონაწილე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ადგილმდებარეობა უნდა იყოს კეთილმოწყობილი, შესაბამისი რაოდენობის გასახდელი ოთახებით და სველი წერტილებით.
  • ტურნირის ჩატარების ლოკაციის ფოტო მალასა.
  • სატრანსპორტო კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი
  • სრული მენიუ
  • მუსიკალური გაფორმების შემოტავაზება (dj, ბენდი, ფონური მუსიკა..)
  • დამატებითი გასართობი აქტივობების სრული ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
თამარ მაცაბერიძე
მობ.:(+995 591) 005 659
ელ-ფოსტა: tmatsaberidze@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 13 ივნისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=897&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია