Tenders.ge
სადაზღვევო კომპანია ალდაგი

ტენდერი სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სადაზღვევო კომპანია ალდაგი გიწვევთ ქ. თბილისში, ბერბუკის #1 მდებარე ოფისისთვის სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 20 ივნისისა .
  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 08.06.2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 20.06.2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 02.07.2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 09.07.2018

გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი დანართები.

პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე tenders@aldagi.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
სატენდერო დოკუმენტაცია