ჩაბარების ვადა:

27 ივნისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3986 - ტენდერი კვებით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისში (I-Tower-ის შენობა) განთავსებულ ფართში კვებით უზრუნველყოფაზე (catering).

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი - კონკურსში მონაწილე კომპანიებმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთონ დეტალური შეთავაზება (პრეზენტაცია, კაფეტერიის მართვის კონცეფციისა და მიდგომების შესახებ, სერვისი, პერსონალის რაოდენობა და ა.შ.). დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ვადებს, თუ რა ვადაში შეუძლია კომპანიას ოპერირების დაწყება.)
  • II ეტაპი - შერჩეული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის დეგუსტაცია;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

წარსადგენი დოკუმენტაცია

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • სარეკომენდაციო წერილები
  • ცნობები: ბანკებში ანგარიშების შესახებ, ბოლო ერთი წლის ამონაწერი ნაშთების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია:

  • თანამშრომლების რაოდენობა - 214;
  • კაფეტერიის ფოტოები:
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 13 ივნისიდან 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
  • საიტზე პროდუქტი N1-ში უნდა მიეთითოს ლანჩ მენიუს ფასი.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ tenders@bog.ge -ზე ან დაუკავშირდით :
ნინო კაპანაძე 595 292961
თეონა არდოტელი 577120570

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ივნისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=903&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება