Tenders.ge
ნეოგაზი

ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 21/06-NEO-P/UNI-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის ბრენდირებული შარვალი (მამაკაცის) ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი (მამაკაცის) ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ბრენდირებული ქუდი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 320 ცალი;
  • დასუფთავების სამსახურის ქალის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 40 ცალი;

შენიშვნა: რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის ესკიზები და შპს ნეოგაზის ლოგოტიპი;
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური დახასიათება.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე - 11 კმ.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (თითოეული პოზიცია);
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: სალომე ამაშუკელი. საკონტაქტო ნომერი: 598 14 44 55;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 5 ივლისის 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები