Tenders.ge
GIZ

ტენდერი დოკუმენტურ ვიდეოზე ბუნების შესახებ


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 05.07.2018 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში მითითებული ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : დოკუმენტური ვიდეო ბუნების შესახებ
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 15.2101.2-004.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი 83292937

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ანა ჩხეიძეს
anna.chkheidze@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 06.07.2018 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები