ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T4040 - ტენდერი ავტომობილების ავტომატური სამრეცხაო დანადგარების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების ავტომატური სამრეცხაო დანადგარების შესყიდვაზე 26/06-NEO-P/CARWASH-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • პორტალის სიმაღლე - 4 მ;
  • პორტალის სიგანე - 3.8 მ;
  • რეცხვის სიმაღლე - 3 მ;
  • რეცხვის სიგანე - 2.2 მ;
  • ლიანდაგებს შორის მანძილი - 2.87 მ;
  • ლიანდაგის სიგრძე - 12 მ;
  • ჯაგრისებიანი დოლურას რაოდენობა 3 ცალი (ვერტიკალური - 2, ჰორიზონტალური - 1);

კომპლექტაცია: დენის მარეგულირებელი; ქაფის დამტანი ტუმბო; ჟეტონის მიმღები; პულტით ჩართვა; სასურველია ბარათის წამკითხველი.

  • ოფციები: წინასწარი რეცხვა ქაფით და წყლით; ძირითადი რეცხვა შამპუნით და ჯაგრისებით; დისკების რეცხვა; შრობა და ბზინვარების მიცემა; გაყინვის საწინააღმდეგო სისტემა
  • რაოდენობა: 5 ცალი. მონტაჟი უნდა განხორციელდეს თბილისის მაშტაბით შპს ნეოგაზის სამ ავტოგაზგასამართ სადგურზე და იმერეთის რეგიონში ორ გაზგასამართ სადგურზე.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, მონტაჟისა და გაშვების ხარჯს. (მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება დამკვეთის მიერ გამარჯვებული კომპანიის მოთხოვნის თანახმად).
  • შემოთავაზებული დანადგარის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია მიწოდებისა და მონტაჟის ვადების შესახებ
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთისა და პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ (საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 12 თვისა);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 10 ივლისი, 16:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 42700000 ქსოვილების, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოების მანქანა-დანადგარები