ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4048 - ტენდერი ორი ერთეული პორტალური ამწის დემონტაჟსა და ჯართად რეალიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არის ეი პი ემ ტერმინალის ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს ორი ერთეული პორტალური ამწის დემონტაჟსა და ჯართად რეალიზაციაზე.

სარეალიზაციო საქონელი:

  • სოკოლი #22
  • სოკოლი #38

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია - ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის.: დ. აღმაშენებლის ქ. #52, 4100, ფოთი, საქართველო).

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ;

კომერციული პირობები

  • ვაჭრობის საგანს წარმოადგენს 1 (ერთი) ტონა შავი ლითონის ღირებულება ამწეების დემონტაჟის და მათი ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით. უმაღლესი ფასი ჩაითვლება უპირატესად
  • სარეალიზაციო საქონლის წონის დადგენა მოხდება ამწეების დაშლისა და აწონვის შედეგად. შესაბამისად, სარელიზაციო საქონლის საბოლოო ღირებულების დადგენა მოხდება ამ პროცედურის შესრულების შემდეგ.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ (კონტრაქტორმა) სარეალიზაციო საქონლის სრული ღირებულების საავანსო თანხის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს 80 ტონა ჯართის ექვივალენტს, უნდა მოახდინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ნარჩენი ღირებულების ანაზღაურება მოხდება სარეალიზაციო საქონლის წონის დადგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში .

ტექნიკური დოკუმენტაცია და პირობები

  • ტექნიკური დავალება ამწეების დემონტაჟსა და ჯართად რეალიზაციაზე იხილეთ ბმული ფაილის სახით (დანართი # 3).

უსაფრთხოება

  • უსაფრთხოება ჩვენი კომპანიის უპირაველესი საზრუნავია. თანდართული ფაილის სახით გთხოვთ იხილოთ და გაეცნოთ ეი პი ემ ტერმინალზის სამშენებლო უსაფრთხოების პოლიტიკას (დანართი #4). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტიპის სამშენებლო თუ მსგავსი ტიპის ოპერაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს ამწე-ერთეულების დემონტაჟი და გამყიდველის ტერიტორიიდან მათი გატანა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 8 კვირის განმავლობაში.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენასთან ერთად პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ამწ(ებ)ის დემონტაჟის და ტერიტორიიდან გატანის გეგმა და აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტი (გეგმაში დაწვრილებით უნდა იქნეს მოცემული ამწეების დაშლისაა და გატანის პროცედურა და ამ ოპერაციისათვის გამოსაყენებელი დამხმარე ტექნიკის ჩამონათვალი).
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს კონტრაქტორის მუშახელით, ტექნიკითა და სამუშაო იარაღებით.
    იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტორს დასჭირდება პორტის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენება, ის გადაიხდის ტექნიკით სარგებლობის თანხას ნავსადგურში არსებული ტარიფების მიხედვით.
  • აუცილებელია, კონრტაქტორმა კომპანიამ სამუშაო მოედანზე შეინჩუნოს სისუფთავე და უზრუნველყოს დემონტაჟისთვის გამოყოფილი ტერიტორიის უსაფრთხოება ნავსადგურში მიმდინარე სხვა ოპერაციებისათვის. შენიშვნა: ამწე(ებ)ის დემონტაჟი ვერ მოხდება გემების დაცლის თუ დატვირთვის ოპერაციების პარალელურად.
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა ატვირთონ ქვე-კონტრატორი კომპანიების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ მუშა-ხელს, რომელიც ჩართული იქნება ამწის დაშლის და გატანის ოპერაციებში აქვს სიცოცხლის და უბედური შემთვევის დაზღვევა. ასევე კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს მესამე მხარის პასუხისმგებლობის და საოპერაციო საქმიანობის რისკების დაზღვევის სერთიფიკატი.

სატენდერო შემოთავაზება

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (დანართი # 5) მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ტერიტორიიდან გატანის გეგმა) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასი - მაღალი ქულა უმაღლესი ფასისთვის;
  • ამწ(ებ)ის გატანის ვადა - მოკლე ვადას მიენიჭება უპირატესობა;
  • სამოქმედო გეგმის სპეციფიკა და ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • რისკების შეფასების ხარისხი და მისი შესაბამისობა კომპანიის უსაფრთოების მოთხოვნებთან.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე- Konstantine.Chaganava@apmterminals.com   mate.devdariani@apmterminals.com 

ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ კონსტანტინე ჩაგანავას (საკონტაქტო ინფორმაცია: მობილური: (+995) 599 887542 ელ.ფოსტა Konstantine.Chaganava@apmterminals.com ) ან მათე დევდარიანს მობილური: (+995) 599 887571, ელ.ფოსტა mate.devdariani@apmterminals.com 

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 17.07.2018

ტენდერის კატეგორია:

  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები