Tenders.ge
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ტენდერი კახარეთი ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 16:00
სტატუსი: დასრულებული

ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების: კახარეთი ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე #07/02-GIEC-S/BUILD-18

მომსახურების აღწერა:
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. კახარეთში მდებარე კახარეთი ჰესის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა შემსრულებლის მასალით:

  • სამანქანე დარბაზის იატაკის და დანადგარების საძირკვლების მოპირკეთების რეაბილიტაცია;
  • საასენიზაციო ორმოს მოწყობა (კვანძი-3).

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები;

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
  • საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი: საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 12.07.2018, 16:00 სთ.

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 400 ლარი). პრეტენდენტების დასახელება და მათ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შემსყიდველისთვის.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები