ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2018, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T4075 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #05/07-NEO-S/D-18

საპროექტო სამუშაოების აღწერა:

ნეოგაზის მფლობელობაში არსებული აეროპორტის აგგს-ზე (ს/კ: 01.19.16.003.005) გაზსადენი მილის პროექტირება (საორიენტაციოდ 4,5 კმ.).

წარმოდგენილი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სრული დოკუმენტაცია, კერძოდ:

  • ტრაექტორიის დადგენა;
  • ტოპო აზომვითი ნახაზი;
  • გეოლოგიური კვლევა;
  • პროექტის მომზადება;
  • პროექტის ექსპერტიზა;
  • ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სქემის მომზადება;
  • ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა საჭირო უწყებებში შესათანხმებელი და ელექტრონულად ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და შეთანხმება;
  • წარმოსადგენი პროდუქტი: - 10ცალი სრულყოფილი ალბომი (ქაღალდის ვერსია) და ელ. ვერსიები - PDF, SHP და DWG ფორმატის ფაილების სახით;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტანტის უშუალო მონაწილეობა დოკუმენტაციის ატვირთვის პროცესში ( (პროექტის ელექტრონულად შეთანხმების შემთხვევაში);

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - ცალკე წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადება მშენებლობის ზედამხედველობაზე;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 13 ივლისი, 15:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები