ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4077 - ტენდერი 5 სამგზავრო ლიფტის მიწოდება, არსებული 4 ლიფტის (ოტისი) დემოტაჟსა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 5 სამგზავრო ლიფტის მიწოდება, არსებული 4 ლიფტის (ოტისი) დემოტაჟზე და მონტაჟზე.

მის. ქ. თბილისი გაგარინის № 29ა. სს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი.

N საქონლის დასახელება/აღწერა გაჩერება ფასი
1 ლიფტი   18  
2 ლიფტი   18  
3 ლიფტი   13  
4 ლიფტი   7  
5 ლიფტი კიბის უჯრედში,  17  


შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • დამატებითი მოთხოვნები:

    არ განიხილება ჩინური და თურქული წარმოების შემოთავაზებები!
  • პრეტენდენტებმა, სამონტაჟო ადგილის დათვალიერებისა და საკონტაქტო პირთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს დეტალური შემოთავაზება: აღწერა, პარამეტრები, მწარმოებელი, შესრულების ვადები, საგარანტიო პირობები და ა.შ;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანპოსრტირების, მოწოდებისა და დემონტაჟი-მონტაჟის ხარჯებს;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი №1-ის, პროდუქტი №2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ანალოგიური სამუშაოს შსრულების სია და რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
შოთა უროტაძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*3451)
მობ.:(+995 555) 590622 
ელ-ფოსტა: shurotadze@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივლისი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=910&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები