Tenders.ge
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 12:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #06/07-GIEC-DD-18.

მომსახურების აღწერა: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინში არსებული ალაზანი 2 ჰეს-ის უქმი წყალსაგდების ტრასაზე არსებული ტბორების ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტირება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • საპროექტო დავალება.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ; ინფორმაცია პროექტში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 20.07.2018, 12:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები