Tenders.ge
ბათუმის საზღვაო ნავსადგური

კონკურსი ზამთრის სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 12:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს კონკურსს ნავსადგურის თანამშრომლებისთვის ზამთრის სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი.
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობა (ასლი)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე.

გამოცხადების თარიღი: 11/07/2018
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 23/07/2018

  • ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
  • დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს.
  • პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი