ჩაბარების ვადა:

3 აგვისტო 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T4134 - ტენდერი ქსელში კაფე-მარკეტებისა და სავაჭრო ჯიხურების მოწყობის მიზნით ტერიტორიის იჯარით სარგებლობაში გადაცემაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ნეოგაზი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქსელში კაფე-მარკეტებისა და სავაჭრო ჯიხურების მოწყობის მიზნით ტერიტორიის იჯარით სარგებლობაში გადაცემაზე.

„ნეოგაზი“ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კომპანია 10 წელზე მეტია რაც ბაზარზე ოპერირებს, ხოლო 2012 წლიდან რებრენდინგის შემდეგ „ნეოგაზის“ სახელით არის წარმოდგენილი.

„ნეოგაზი“ ფლობს 21 ავტო გაზგასამართ სადგურს და 13 მოძრავ სადგურს. „ნეოგაზი“ არის 20 წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წევრი კომპანია.

„ნეოგაზი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს მათი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს. „ნეოგაზი“ გეგმავს სადგურებზე კაფე-მარკეტების მოწყობას და ამ მიზნით გაზგასამართი სადგურებზე ტერიტორიის იჯარით გაცემას.

სადგურების ჩამონათვალი და მისამართები იხილეთ თანდართულ ფაილში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კაფე-მარკეტების კონცეფცია
  • კაფე-მარკეტების ექსტერიერისა და ინტერიერის რენდერები
  • ინფორმაცია აღნიშნულ სექტორში არსებული გამოცდილების შესახებ
  • შემოთავაზება ყოველთვიური იჯარის ეროვნულ ვალუტაში მითითებით

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 3 აგვისტო, 12:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი