Tenders.ge
ფრეგო

ტენდერი ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერშს ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით: ავტოგასამართი სადგურები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ხაშური, ქუჩა ბორჯომი No 1 ს/კ 69.03.18.316

სატენდერო პირობები:

  • აგს-ის არსებულ ქუდზე უნდა დამონტაჟდეს მილკვადრატზე გადაჭიმული ბანერი, ზედ დაბეჭდილი „ფრეგო“-ს ლოგოთი და აოებით - წითელი და შავი ფრაგმენტებით. რენდერი N1 N2 და N3-ს მიხედვით.
  • ოფისის შენობის შუბლზე უნდა დამონტაჟდეს წარწერა ქართული ასოებით „ოფისი“. მასალა: თეთრი ორგმინა წითელი პ.ვ.ხ-ს ბორტებით . წითელი კონტრაჟურის ნათებით, რენდერი N 2-ს მიხედვით.
  • ორ მარიგებელ სვეტზე, ორივე მხრიდან (წინა და უკანა მხარეს) უნდა გადაეკრას თეთრი ორაკალი, რომელსაც ზედ უნდა დაეკრას წითელი და შავი ორაკალის მასალისგან დამზადებული „ფრეგო“-ს ლოგო და ასოები, რემდერი N2-ს მიხედვით.

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს აგს-ბის ბრენდირების განფასება 2018 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge 

ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა. 

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები