ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4205 - ტენდერი ბანკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: ბანკის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების შეღწევადობის ტესტირების მომსახურებაზე (penetration test)

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიის მოძიება - შეღწევადობის ტესტის ჩატარებისთვის

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ფასების ცხრილი - დანართი N 1
  • შევსებული და ხელმოწერილი პროფესიული დაზღვევის პირობების ცხრილი - დანართი N 2
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • სარეკომენდაციო წერილი
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი - დანართი N 1 (იხ.თანდართულ ფაილი);
  • შევსებული და ხელმოწერილი პროფესიული დაზღვევის პირობები - დანართი N 2 (იხ.თანდართულ ფაილი);
  • შეღწევადობის ტესტირების მასშტაბი და დეტალური გეგმა;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გთხოვთ, საბუთებთან ერთად, ასევე, გამოაგზავნოთ CD დისკზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 31 აგვისტო 2018 წელი 18 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: tenders@procreditbank.ge 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ
გთხოვთ მიმართოთ:
მაკა ბოჭორიშვილი / პაატა შეთეკაური
ზოგადი რისკების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222
E-mail: infosec@procreditbank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები