ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4214 - ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აპარატურის შესყიდვაზე

ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების და მასთან დაკავშირებული აპარატურის შესყიდვაზე. 

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 09 აგვისტო 2018 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 20 აგვისტო 2018 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა 27 აგვისტო 2018 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 03 სექტემბერი 2018 წ.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge  ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 20 აგვისტო, 18:00სთ.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge .

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აგვისტო 2018 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა