ჩაბარების ვადა:

27 აგვისტო 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4219 - ტენდერი სხვენის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70-ში მდებარე შენობის სხვენის ნაწილის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70-ში მდებარე შენობის სხვენის მარცხენა ფლიგელის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები:

ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა:

  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70
  • სამუშაოების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
  • საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თამარ ჯაფიაშვილი tamar.japhiashvili@amadco.ge ; 595 03 45 66
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ზურაბ კორძაია - საკონტაქტო ნომერი 595 34 73 41
  • შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა - 78 550.84 ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი - რევერსული აუქციონი;
  • სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადა - 27 აგვისტო 17:00 საათი

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 აგვისტო 2018 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მაქს. ოდენობა: 78'550.84
  • ფასის კლების ბიჯი: 800.00