ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4228 - ტენდერი შაქრის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს შაქრის შესყიდვაზე:

# დასახელება შესყიდვის სავარაუდო რაოდენობა 1 კგ. ფასი (ლარი, დღგ-ს ჩათვლით)
1 თეთრი შაქარი, 5 გრამიანი ბრენდირებული შეფუთვით, შეფუთვის ზომა 110*16 მმ (იხ.დანართი N1)  200 კგ.  
2 ყავისფერი შაქარი, 5 გრამიანი ბრენდირებული შეფუთვით, შეფუთვის ზომა 110*16 მმ, (იხ.დანართი N2) 200 კგ.  
3 თეთრი შაქარი, 5 გრამიანი არაბრენდირებული,შეფუთვის ზომა 110*16 მმ 150კგ.  
4 ყავისფერი შაქარი, 5 გრამიანი არაბრენდირებული,შეფუთვის ზომა 110*16 მმ 30კგ.  


შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება შეთანხმების შესაბამისად ;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას ბანკის მიერ განსაზღვრულ მისამართზე;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი;
  • ნიმუშები.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და პროდუქტი #3-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • სერთიფიკატები;

კითხვების შემთხვევაში მოგვეწერთ: tenders@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აგვისტო, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=928&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი