Tenders.ge
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

კონკურსი ელექტრონული ბაზის შექმნაზე


კონკურსი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
კონკურსის აღწერილობა:

შპს "გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს ელექტრონული ბაზის შექმნის მიზნით.

ელექტრონული ბაზის მიზანია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია და მართვა. კერძოდ, საქმისწარმოების ბაზა (შემოსული და გასული კორესპონდეციების მართვა, სამართლებრივი აქტების რეესტრი, დავალებების/დოკუმენტების მიღება, დამუშავება), სტუდენტთა რეესტრი (რეგისტრაცია, აკადემიური პროცესი, შეფასება), პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრი (ინფორმაცია პედაგოგების შესახებ, სილაბუსი, სტუდენტთა ჯგუფები, შეფასების პროცესი).

დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gruni.edu.ge

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია, კონკურსში მონაწილე პირი იცნობდეს საქართველოს განათლების სისტემას, კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ"
  • ყველა უფლება Source code-ზე უნდა გადაეცეს უნივერსიტეტს უშუალოდ Source code-ით
  • პროგრამას უნდა ჰქონდეს ღია API შემდგომში ნებისმიერი სოფტის ინტეგრაციისთვის


დაინტერესებულმა პირებმა 8 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

  • მიმოხილვითი ინფორმაცია კომპანიის/საინიციატივო ჯგუფის/კერძო პირის შესახებ
  • პროექტი
  • საგარანტიო ვადები და პირობები
  • მოწოდების ვადები და პირობები
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ფასში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხარჯი (მათ შორის დღგ)
კონკურსის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნება განმცხადებლის რეკვიზიტები.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა 6.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა 8 მაისი, 2014 წ. (18:00 საათამდე)

საკონტაქტო პირი: მოგელი შენგელია, ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი
ელფოსტა: m.shengelia@gruni.edu.ge
ტელ: (+995 32) 238 4406