ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T63 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.

"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. რომელიც ემსახურება
30 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 7 რეგიონში 24 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მოკლე დახასიათება/აღწერილობა
  • საგარანტიო ვადები და პირობები
  • მოწოდების ვადები და პირობები
  • მოწოდების ადგილი
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ფასების ჩამონათვალი თანდართული მონაცემების მიხედვით
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ
  • საკონტაქტო პირის რეკვიზიტები


შენიშვნა: კომპანია განიხილავს როგორც ჩამოთვლილი ტექნიკის კომპლექსურ ასევე, ცალკეული სახეობის შემოთავაზებას.

პაკეტზე მითითებული უნდა იყოს:

- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ტენდერის შინაარსის დასახელება.

მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 7 მაისის 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 72
თბილისი, წერეთლის 117

ს/ს მისო "კრისტალი"
ს/კ 212896570
ტელ: 577 40 15 85; (0431) 24-16-52
ელ-ფოსტა: t.qvachakidze@crystal.ge
ვებ.გვერდი: http://www.crystal.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ