ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T66 - ტენდერი მინის მსხვრევის საწინააღმდეგო ფირებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ტენდერს სპეციალური სიმტკიცის კლასის მქონე მინის მსხვრევის საწინააღმდეგო ფირებზე 40 სერვის ცენტრის ოფისების გარე ვიტრაჟებისთვის (ვიტრაჟების ჯამური ზომა დაახლოებით 1100 კვ.მ).

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

აუცილებელი პირობა:

შემოთავაზებული უნდა იყოს სპეციალური სიმტკიცის კლასის მქონე მინის მსხვრევის საწინააღმდეგო ფირები (200 და 300 მიკრონიანი), წარმოებული ქვეყნის მითითებით (დეტალური სპეციფიკაციით). შემოთავაზებულ ფირები უნდა ექვემდებარებოდეს ქვეყანაში არსებულ საბანკო სტანდარტებს.

ფირების მონტაჟი უნდა განხორციელდეს "ფინკა ბანკი" საქართველოს 40 სერვის ცენტრის ოფისებში გარე ვიტრაჟებზე, რომლებიც მდებარეობენ შემდეგ ქალაქებში: თბილისი (7 სერვის ცენტრი), თელავი, წნორი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, კაბალი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, კასპი, დუშეთი, გორი, ხაშური, ახალციხე, ახალქალაქი, ქუთაისი (2 სერვის ცენტრი), ჭიათურა, საჩხერე, სამტრედია, ზესტაფონი, ამბროლაური, ბაღდათი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ხულო, ჩხოროწყუ.

კომპანიებმა უნდა შემოგვთავაზონ მომსახურების სრული პაკეტი: ყველა სერვის ცენტრში ჩასვლა, ვიტრაჟების აზომვა, ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა თითეული სერვის ცენტრის მიხედვით, ფირების მონტაჟი.

ერთი კვადრატული მეტრი ფირის ფასი უნდა მოიცავდეს: წინასწარი აზომვის, ტრანსპორტირების და მონტაჟის საფასურს. ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში ან დოლარში და გადახდა უნდა განხორცილედეს გადახდის დროს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსის მიხედვით.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

მონაწილეობის მიღება:

ტენდერში მონაწილეობის სურვილი გთხოვთ, დააფიქსიროთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 20 მაისისა:

E-mail: tchomakhidze@finca.ge

ტენდერის მასალა გთხოვთ მოგვაწოდოთ დახურული კონვერტებით 2014 წლის 20 მაისამდე (18:00-მდე) შემდეგ მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 20 მაისის 18:00 საათი.

გთხოვთ, კონვერტზე აუცილებლად მიუთითოთ ტენდერის დასახელება "ტენდერი სპეციალური სიმტკიცის კლასის მქონე მინის მსხვრევის საწინააღმდეგო ფირებზე".

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 2 20 74 10 შიდა: 1030, თამაზ ჩომახიძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ