ჩაბარების ვადა:

1 ივნისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T77 - ტენდერი ქონების იჯარით გაცემაზე

ტენდერის აღწერილობა:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სერვისი-7" (იურიდიული მისამართი _ ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი) აცხადებს ტენდერს დაბა შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი კვების ორგანიზებისათვის საჭირო ქონების იჯარით გაცემაზე.

საიჯარო ქონებისა და ინვენტარის ჩამონათვალი:

  • ვიტრაჟული ტიპის ფართი - 44 კვ.მ.
  • ვიტრაჟული ტიპის ფართი - 48 კვ.მ.
  • ვიტრაჟული ტიპის ფართი - 45,5კვ.მ.
  • ვიტრაჟული ტიპის ფართი - 122,5 კვ.მ.
  • ნახევრად ღია ტიპის პიცერია - 71 კვ.მ. (გარე პერიმეტრზე მაგიდებისა და სკამების განთავსების შესაძლებლობით)
  • ნახევრად ღია ტიპის პიცერია - 91 კვ.მ. (გარე პერიმეტრზე მაგიდებისა და სკამების განთავსების შესაძლებლობით)
  • ნახევრად ღია ტიპის ყავის სახლი - 100 კვ.მ. (გარე პერიმეტრზე მაგიდებისა და სკამების განთავსების შესაძლებლობით
  • ბოულინგის შენობაში ღია ტიპის ბარი - 12 კვ.მ. (მიმდებარე სამზარეულოთი 12.6 კვ.მ და მიმდებარე ფართით 80.3 კვ.მ. რვა მაგიდით და 32 სკამით)
  • შვიდი ერთეული სავაჭრო ჯიხური, თითოეული 9 კვ.მ.
  • რვა ერთეული ესპრესოს დასამზადებელი ყავის აპარატი. მათ შორის: ერთი დიდი, სამი საშუალო, ოთხი პატარა
  • ექვსი მაცივარი, მათ შორის: ორი დიდი და ოთხი პატარა
  • ყინულის დასამზადებელი ორი აპარატი


ტენდერის პირობები:

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ა.წ. 15 ივნისიდან 16 სექტემბრამდე (სეზონური)
  • ხელშეკრულების საერთო ღირებულება 80000 (ოთხმოციათასი) ლარი (სეზონზე), დღგ-ს ჩათვლით
  • ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას,საზოგადოებრივი კვების ობიექტების განსათავსებლად და აგრეთვე სასუვენირო ასორტიმენტის სარეალიზაციოდ
  • რეკლამის განთავსება მეიჯარესთან შეთანხმებით
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტების ორგანიზება ბავშვთა კვების (გარდა პოპკორნის, ბამბის ნაყინისა და ბურახის)გათვალისწინებით
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შეტანა-რეალიზაცია აკრძალვა (გარდა თუნუქის ქილიანი ლუდისა)
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთჯერადი მოხმარების საგნების გამოყენება (თეფშები, ჭიქები, კოვზები, ჩანგლები, დანები),გარდა ბოულინგის შენობისა

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია "მეწარმეთა შესახებ კანონის" შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, რომლებსაც გააჩნიათ საზოგადოებრივი კვების ორგანიზების შესაბამისი გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ტენდერში მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას.

იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობას, რომ საწარმო არ იმყოფება რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში
  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონულ ფოსტას
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ
ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადება, შედგენილი ქართულ ენაზე 2 (ორ) ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი, ერთი ასლი) დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 1 ივნისის 17 საათამდე მისამართზე:

ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს “სერვისი-7”;

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადებები.

პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2014 წლის 2 ივნისს 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს “სერვისი-7”.

სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები. შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის კოეფიციენტი:

- ბრენდის ცნობადობა 0.25
- საზოგადოებრივი კვების სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივობა 0.25
- მომსახურების ფასები 0.25
- ფრენშაიზინგის სისტემის არსებობა 0.10
- გამოცდილება (ქსელის სიმრავლე) 0.15
სულ 1.00

სატენდერო წინადადებები არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები

1. დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ ამ განცხადებაში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას
2. თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება
3. ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შპს “სერვის-7”-ის დირექციაში:

შპს “სერვისი -7”
ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი
მობილური (+995 568)775030
ელ.ფოსტა: servisi-7@hotmail.com
საკონტაქტო პირი: ნინო ჩხაიძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ